News & Investor Relationsin

Please log in to access Smartex News & Investor Relations reports

If you are not a registered user, please register here

For other inquiries regarding Smartex News & Investor Relations you may also contact our IR team directly at ir@Smartex.ge

შესვლა
  • თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით რეგისტრაცია

    captcha
რეგისტრაცია
  • წავიკითხე და ვეთანხმებიწავიკითხე და ვეთანხმები
ლადო გურგენიძე
ძირითადი აქციონერი

ლიბერთი კაპიტალი, რომლის 96.45%-ს ფლობს ლადო გურგენიძე, არის საინვესტიციო კომპანია და წარმოადგენს მთავარ აქციონერს კომპანია სმარტექსში. სმარტექსი არის საქართველოში პირველი ბიზნეს ინკუბატორი, რომელიც საკონტროლო წილებს ფლობს ქვეყნის ყველაზე დიდ ელექტრონულ საფულეებსა და სხვა ელექტრონული გადახდების ბიზნესებში, წამყვან ელექტრონული კომერციის ბიზნესებსა და VoIP პროვაიდერებში. სმარტექსმა მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე ე.წ. “სერია ა” კაპიტალის მოზიდვის რაუნდში, რის საშუალებითაც ინვესტიცია განახორციელა ელექტრონული ფინანსური მომსახურების და საჩუქრების გაცემის სოციალური ქსელის “სტარტუპ” კომპანიებში, რომლებიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობენ.

ლადო გურგენიძე (42 წლის) არის ბანკირი რომელმაც, მას შემდეგ რაც ათი წელი გაატარა წამყვან საინვესტიციო ბანკებში ვარშავაში, მოსკოვში და ლონდონში, დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში 2004 წელს და სათავეში ჩაუდგა საქართველოს ბანის განვითარებას როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ლადოს სამწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბანკის მთლიანი აქტივები და წმინდა მოგება გაიზარდა 854%-ით და 1,775%-ით. აგრეთვე, ლადოს მმართველობის დროს, 2007 წელს, ამონაგებმა კაპიტალზე (ROAE) შეადგინა 17.7% და ამონაგებმა აქტივებზე (ROAA) - 3.8%, ბანკის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა 30 მილიონი აშშ დოლარიდან, 900 მილიონ აშშ დოლარამდე. ვინაიდან საქართველოს ბანკმა განიცადა საბაზრო წილის 18%-დან 24%-მდე ზრდა, იგი იქცა წამყვან უნივერსალურ ბანკად როგორც საქართველოში ასევე რეგიონშიც. საქართველოს ბანკი იყო პირველი კავკასიიდან და მეორე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბანკებიდან, რომელმაც საკუთარი აქციები (GDR-ის სახით) განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე (2006 წლის ნოემბერი, მოიზიდა 160 მილიონი აშშ დოლარი, 3.7x P/BV ღირებულების შეფასების კოეფიციენტით). 2007 წლის თებერვალში საქართველოს ბანკი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც გამოუშვა ევროობლიგაციები, 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიანი ინსტრუმენტი.

2007-2008 წლებში ლადო იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი. იგი უძღვებოდა ქართულ ეკონომიკას თავისუფალი საბაზრო რეფორმების საბოლოო სტადიაზე, რაც მოიცავდა გადასახადების გარკვეულ შემცირებას, ფინანსური მომსახურების სექტორის რეფორმას, პრივატიზაციისა და ლიბერალიზაციის პოლიტიკას. 2008 წლის აპრილში ლადო ხელმძღვანელობდა საქართველოში 500 მილიონი აშშ დოლარი 5 წლიანი სახელმწიფო ევროობლიგაციების გამოშვებას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ ლადო მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მისი ფინანსური სექტორის სტაბილიზაციაში. ლადომ გადამწყვეტი როლი შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონი აშშ დოლარის სარეზერვო ხელშეკრულების და 4.5 მილიარდი აშშ დოლარის მრავალდონორიანი დახმარების პაკეტის უზრუნველყოფაში საქართველოსთვის. ლადოს ხელმძღვანელობით განხორციელდა პრივატიზაციის დიდი ტენდერები, რომლებიც მოიცავენ ფოთის პორტისა და თბილისის წყლის კომპანიის პრივატიზებებს.

ლადოს საშუალებით საქართველო აღინიშნა გლობალური ინსტიტუციონალური ინვესტორების რუკაზე. მან შეძლო მოეზიდა დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის პორთფელური და ფინანსური ინვესტიციები და 500 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ლადო ერთადერთია ვისაც მიენიჭა როგორც წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (2008 წ.), ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2010 წ.) – საქართველოში ორი ყველაზე მაღალი სამოქალაქო ჯილდო. მას შემდეგ რაც დატოვა პრემიერ მინისტრის თანამდებობა ლადო ხშირად აკეთებდა საჯარო მოხსენებას განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის თავისუფლებისა და თავისუფალი საბაზრო რეფორმების თემებზე.

2009 წლიდან ლადო სათავეში ჩაუდგა ლიბერთი ბანკს როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. გასული სამი წლის მანძილზე ლიბერთი ბანკის მთლიანი აქტივები გაიზარდა 273%-ით 629 მილიონ აშშ დოლარამდე და მისი საბაზრო წილი მთლიან აქტივების მიხედვით გაიზარდა 3.5%-დამ 7.3%-მდე. წმინდა სესხები გაიზარდა 449%-ით (იმ დროს როდესაც სექტორი გაიზარდა 82%-ით) და ბანკის შემოსავალი გაორმაგდა. ამჟამად ლიბერთი ბანკი წარმოადგენს სიდიდით მესამე ბანკს საქართველოში (ლადოს მისვლამდე ბანკი იყო სიდიდით მეშვიდე) 2010 წლიდან იღებს სარგებელს და ემსახურება 1.4 მილიონ კლიენტს 542 ფილიალის და სადისტრიბუციო წერტილის საშუალებით. 2013 წლის ივლისში ლადომ დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და მოვალეობები, რამაც მას საშუალება მისცა სხვა ბიზნეს ინტერესებს დაუთმოს დრო, მათ შორის სმარტექსსაც. ლადო ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი თავმჯდომარე დარჩება 2016 წლამდე და მისი დროის 20%-ს დაუთმობს ბანკის სტრატეგიულ განვითარებას. ლადო როგორც ბენეფიციარი ფლობს ლიბერთი ბანკის დაახლოებით 8%-ს.

2009 წლის ოქტომბრიდან ლადო წარმოადგენს რუანდაში უდიდესი ბანკის, კიგალის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და ხელმძღვანელობს ბანკის განვითარებას. ლადოს თავჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, ბანკის აქტივების კუმულატიურმა ზრდამ 131% შეადგინა, წმინდა სესხების ზრდამ 186% და ბანკმა შეძლო 62.5 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა პირველადი აქციების განთავსებით (IPO)(2x P/BV ღირებულების შეფასების კოეფიციენტით) ადგილობრივ საფონდო ბორჟაზე 2011 წლის სექტემბერში. 2012 წელს კიგალის ბანკმა გამოიმუშავა წმინდა მოგება 19 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ამონაგებმა კაპიტალზე (ROAE) შეადგინა 18.9% და ამონაგებმა აქტივებზე (ROAA) – 3.9%. ბანკს ამჟამად გააჩნია საბაზრო კაპიტალიზაცია დაახოებით 205 მილიონი აშშ დოლარი და ივაჭრება 2.1x P/BV ღირებულების შეფასებით. აქციების პირველადი განთავსებიდან ფასი თითო აქციაზე დაახლოებით 65%-ით გაიზარდა.

ლადო (ლიბერთი კაპიტალის საშუალებით) წარმოადგენს ქართველი ფასიანი ქაღალდების ბროკერი კომპანიის, ლიბერთი სექიურითის, ძირითად ბენეფიციარ აქციონერს.

საქართველოს ბანკში ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ლადო მუშაობდა Putnam Lovell -ში, რომელიც დღეს წარმოადგენს Jefferies & Company-ის შვილობილ კომპანიას, ევროპის რეგიონის უფროსად. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა კორპორატიული ფინანსების და M&A-ის მიმართულებებს ABN AMRO-ში. ლადო უწევდა კონსულტაციას ისეთ კლიენტებს როგორიცაა: SWIFT, Reuters (ამჟამად Thomson Reuters), Wirtualna Polska (ამჟამად Orange Polska), Marconi, Andrew Corporation, Merloni (ამჟამად Indesit Company), News Corp, Global One (ამჟამად France Telecom), Golden Telecom (ამჟამად Vimpelcom), UPC (ამჟამად Liberty Global) და Philips

ლადო დაოჯახებულია, ჰყავს ხუთი შვილი და არის საქართველოსა და ბრიტანეთის მოქალაქე. ლადომ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნეს სკოლაში 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Middlebury კოლეჯის ბაკალავრის კურსის დასრულების შემდეგ. 2010 წელს მან მიიღო Sheth Distinguished International Alumni Award ჯილდო, ხოლო 2011 წელს დასახელდა ემორის ისტორიის 175 შემქმნელს შორის. 2011-2012 წლებში ლადო სს საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, იგი აგრეთვე იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საქართველოს სუვერენული ფონდსა და გეოპრომაინინგში 2011-2012 წლებში. 2009-2010 წლებში თანათავმჯდომარეობდა ალტერნატიული ინვესტიციების ემორის ცენტრს და ამჟამად თანათამჯდომარეობას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას. 2006 წელს ლადო მასპინძლობდა The Apprentice-ის შოუს ლიცენზირებულ ქართულ ვერსიას და 2011 წელს ბიზნეს რეალითი სატელევიზიო შოუს თბილისის მერთან და ორ სხვა დიდ ბანკთან ერთად. 2010 წელს ლადო წარმოადგენდა საბანკო ჟურნალ The Banker-ის ჟიურის საინვესტიციო საბანკო საქმიანობის ჯილდოს მინიჭებისთვის.