News & Investor Relationsin

Please log in to access Smartex News & Investor Relations reports

If you are not a registered user, please register here

For other inquiries regarding Smartex News & Investor Relations you may also contact our IR team directly at ir@Smartex.ge

შესვლა
  • თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით რეგისტრაცია

    captcha
რეგისტრაცია
  • წავიკითხე და ვეთანხმებიწავიკითხე და ვეთანხმები

ინვესტიციას ვახორციელებთ შემდეგ სფეროებში მომუშავე კომპანიებში:

  • ელექტრონული გადახდები და ბალანსები (საფულეები)
  • ელექტრონული ფინანსური მომსახურებები
  • ელექტრონული ფასდაკლების შეთავზებები და ელექტრონული კომერცია
  • VoiP-ი კომუნიკაციები
  • ციფრული და ელექტონული კონტენტი

 

ჩვენ რეალურად ვეძებთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ შედარებით ახალი ტექნოლოგიური მიდგომებით პრობლემების გადაჭრას. ამგვარად თუ თქვენი ბიზნეს “შტარტუპ”-ი არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთ სფეროს ჩვენ მაინც ვისურვებდით თქვენთან კონტაქტს. მოცემულ გვერდზე ჩამოთვლილი კრიტერიუმები წარმოადგენენ ჩვენს მიერ პროექტების შეფასების ძირითად მაჩვენებლებს. ზოგადად, ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ ახალი “შტარტუპ”-ის ყველა ეტაპზე, ხოლო განსაკურებულად ვაფინანსებთ პირველად მოსაზიდ კაპიტალს ან/და ადრეულ ეტაპზე ბიზნესის განვითარებას.

 

პირველადი კაპიტალის დაფინანსება:

სმარტექსში ჩვენ გვჯერა თვენი იდეის და ვიზიარებთ თქვენს ოპტიმიზმს. ჩვენი საწყისი ინვესტიცია მწარმოებლებს ხელს უწყობს შექმნან ახალი ბიზნესის პირველადი კაპიტალი კომპანიების მშენებლობაში გამოცდილ ჩვენს ჯგუფთან ერთად. ზოგადად, სმარტექსის პირველადი კაპიტალის ინვესტიცია მერყეობს 1.5 ათასიდან 50 ათას აშშ დოლარამდე.

 

დაფინანსება ადრეულ ეტაპზე:

ადრეულ ეტაპზე დაფინანსებისას ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ აღმოვაჩინოთ ახალი, ძლიერი და პერსპექტიული კომპანიები. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ თქვენს ხედვას, მონდომებას და მისწრაფებას ჩვენი რესურსებით და გამოცდილი პერსონალის ჩართულობით. ინვესტიცია დაფინანსების ადრეულ ეტაპზე მერყეობს 50 ათასიდან 100 ათას აშშ დოლარამდე, რამეთუ მოხდეს მაქსიმალური ხელშეწყობა თქვენი ბიზნესის განსავითარებლად.

 

დაფინანსება ზრდის ეტაპზე:

ზრდის ეტაპზე ჩვენი დაფინანსება უზრუნველყოფს ბიზნესის სწრაფი გაფართოების დაფინანსებას იმ ბიზნესებისათვის, რომლებმაც კარგად მართეს ბიზნესი და აჩვენეს მტკიცე საბაზრო პოტენციალი. ზრდის ეტაპზე ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ 100 ათასიდან 300 ათას აშშ დოლარამდე, რათა დავეხმაროთ ბიზნეს უფრო სწრაფად განვითარებაში.

 

სიმარტივე

კარგ ბიზნესს იდეას და გეგმას წარმოადგენს ისეთი პროექტი, რომელიც მარტივად შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე წინადადებაში მისი უპირატესობების ხაზგასმით და მომგებიანობის დაკარგვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბიზნესს იდეა და გეგმა არ არის საკმარისად მარტივი იმისათვის, რომ მისი აღწერა მოხდეს ორი, ან სამი წინადადებით, ის სავარაუდოდ მეტისმეტად რთულია საიმისოდ, რომ ეფექტურად მიეწოდოს მომხმარებელს, თანამშრომლებსა და აქციონერებს.

დაკავშირებული კითხვები:

  • რა ბიზნესში მოღვაწეობს კომპანია?
  • რა არის კომპანიის მისია?
  • არის, თუ არა იდეა საკმარისად ძლევამოსილი, რომ გახდეს დიდი ბიზნესის საიმედო საფუძველი, თუ იგი შეიძლება განვითარდეს როგორც აქამდე შექმნილი, ბაზარზე არსებული პროდუქტის დამატებით ნაწილი?
  • არის, თუ არა გზა ბაზრისაკენ დამაჯერებელი?
  • როგორ დაფინანსდება კომპანია, არა მხოლოდ საწყის ეტაპზე, არამედ თვითუზრუნველყოფამდე?
  • რა იქნება ბიზნესის განვითარების ძირითადი საფეხურები, რომლის გავლაც უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ წარმატებისაკენ მისწრაფების გზაზე?
  • როგორ შეიძლება შეფასდეს კომპანია თუკი იგი წარმატებულია?
  • როგორი შეიძლება იყოს ინვესტორების გამოსვლის სტრატეგია ბიზნესიდან?

 

შესაძლებლობა

ჩვენ ვეძებთ ისეთ კომპანიებს (ვცდილობთ ინვესტიცია განვახორციელოთ), რომლებიც კონცენტრირდებიან შედარებით დიდ და მომგებიან ბაზრებზე, კარგად გამოკვეთილ საბაზრო სეგმენტში გახდებიან ბაზრის ლიდერები და მათი სწრაფი ზრდაა მოსალოდნელი.

დაკავშირებული კითხვები:

  • რა დრო დასჭირდება ბიზნესს, რომ გამოიმუშაოს 250 ათასი აშშ დოლარი წლიური გაყიდვები?
  • რა საბაზრო წილს უნდა მიაღწიოს ბიზნესსმა, იმისათვის რომ ქონდეს აღნიშნული გაყიდვების დონე?
  • რამხელა უნდა გახდეს ბიზნესი, რათა მიაღწიოს აღნიშნული გაყიდვების მაჩვენებელს?
  • რა ეტაპზე გახდება ბიზნესი მომგებიანი?
  • ვინ არიან ძირითადი კონკურენტები? ასევე იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი"უპირატესობების" აღწერილობა
  • როგორ აპირებს კომპანია ბაზარზე ახლად გამოჩენილი კომპანიებისათვის კონკურენციის გაწევას?

 

პრობლემა

ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ბიზნესის იდეის მწარმოებლებს შემდეგ შეკითხვებს: რა პრობლემის გადაჭრა სურს თქვენს ბიზნესს? იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ასახელებს პრობლემას, რომელიც არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი, იგი შეიძლება ეძებდეს პრობლემის გადაჭრის გზებს ისევ გარკვეული პრობლემების ძებნაში. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა მნიშვნელოვანია, საინტერესოა რატომ არ გვარდება ეს პრობლემა უკვე არსებული ბაზრის მონაწილეების მიერ?

დაკავშირებული კითხვები

  • რა ადასტურებს იმას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის გადაუდებელი საჭიროება?
  • რა ხარჯებს გასწევენ მომხმარებლები ამ პრობლემის გადასაჭრელად და რამდენად ღირებული იქნება მიღებული შედეგი მათვის?
  • როგორ ხდება ამ პრობლემასთან გამკლავება დღესდღეისობით და რატომ არის ეს არასაკმარისი ამ ეტაპზე?
  • აღიარებულ იქნა, თუ არა პრობლემის გადაჭრის საჭიროება არსებული მოთამაშეების მიერ? რატომ იქნა, ან რატომ არ იქნა აქამდე აღიარებული?

 

ასათვისებელი ბაზარი

ჩვენ ასევე გვინდა ვიცოდეთ კონკრეტულად ვინ (რომელი საბაზრო სეგმენტი) გრძნობს დისკომფორტს ამ პრობლემის არსებობის გამო და რამდენი ადამიანია სულ ასეთი. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ბიზნეს იდეის ისეთ მმართველ გუნდს, რომელსაც შეუძლია შეფასება და საუბარი, თუ კონკრეტულ ვინ იქნება მათი პროდუქტის თუ მომსახურების მომხმარებელი და რატომ. ასევე, მნიშვნელოვანია (თუ ეს შესაძლებელია) ვნახოთ მყარი მტკიცებულება საბაზრო კვლევის ან/და პროდუქტის პროტოტიპის (ბეტა ვერსიის) სახით, რომელსაც უკვე იცნობს პოტენციური მომხმარებელი და ენდობა და ამყარებს იმედებს მასზე, როგორც პრობლემის გადაჩრის პოტენციურ გზაზე.

დაკავშირებული კითხვები:

  • რამდენად ღირებულია მომხარებლისათვის კომპანიის მიერ წარმოდგენილი პრობლემის გადაჭრის გზა?
  • მომხმარებელთა შეთავაზებების შემთხვევაში, რითი დასტურდება, რომ ეს პროდუქცია, ან მომსახურება დააკმაყოფილებს მომხმარებელთა რეალურ მოთხოვნებს?
  • რა ძირითადი კრიტერიუმები გააჩნიათ მომხმარებელებს შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას?
  • რა დრო ჭირდება ბიზნესის სავაჭრო ციკლს?

 

უპირატესობები

რითი განსხვავდება (რა უპირატესობები გააჩნია) პრობლემის გადაჭრის თქვენ მიდგომას სხვა არსებულებთან შედარებით? მნიშვნელოვანია თუ არა ეს განსხვავება? წარმოადგენენ თუ არა ისინი მდგრად კონკურენტულ უპირატესობებს თქვენთვის?

დაკავშირებული კითხვები:

  • თუ პრობლემის გადაჭრის გზები ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ არ ხდება საფუძვლიანი გამოსავლის შემოთავაზება სხვების მიერ?
  • არის თუ არა პროდუქტის უპირატესობები საკმარისად მყარი, იმისათვის რომ გადაწონოს მომხმარებლი, ახალ შეთავაზებული პროდუქტი არსებულზე წინ დააყენოს?
  • რა წარმოადგენს კომპანიის უპირატესობების წყაროს?
  • როგორ შეიძლება პროდუქტის უპირატესობების წყაროს დაცვა და დამატებით განვითარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?

 

სიბრძნე

ჩვენ ვეძებთ მეწარმეებს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ მათ გამოწვევებს და არ ცდილობენ მათზე გვერდის ავლას. პირიქით, მათ იციან რა არის მათი ძლიერი მხარეები და ეძებენ პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება გამოწვევების და სირთულეების გადალახვაში. ამგვარი პრაგმატული თვითრწმენა და რეალიზმი განპირობებულია წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების შედეგად.

დაკავშირებული კითხვები:

  • რა ძირითადი რისკები ახლავს ბიზნესს?
  • ამ რისკებიდან რომელი შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკულად დამღუპველი ბიზნესისათვის?
  • რა სახის პარტნიორული ურთიერთობები დაეხმარება კომპანიას ამ რისკების შემცირებაში და მინიმიზაციაში?
  • რა ალტერნატიული გზები არსებობს კომპანიისათვის იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი რისკები გამართლდება?

 

ეკონომია

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია კომპანიებში მოხმარდეს იმ კონკრეტული მიმართულებების განვითარებას და რეალიზებას, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ზრდას. ჩვენი აზრით კომპანიის დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ მათი თანამშრომლებისათვის თავიანთი მოკრძალებული ხელფასებით და ფულადი სახსრების მაქსიმალური ეკონომიით ყველა იმ სფეროში, რომლებიც არ წარმოადგენენ კომპანიის განვითარებისათვის და სწრაფი ზრდისათვის კრიტიკულ მიმართულებებს.

დაკავშირებული კითხვები:

  • როგორ მოახერხებს კომპანია ფულადი სახსრების დაზოგვას და როგორ მიაჩვევს საკუთარ თანამშრომლებს ბიზნესის მფლობელებივით ფიქრს?
  • მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში რამდენად გაიზრდება თანამშრომლების რაოდენობა?
  • რომელი კომპანიები წარმოადგენენ საუკეთესო წყაროს ნიჭიერი ადამიანების დასაქირავებლად?
  • კომპენსაციის რა პაკეტების შეთავაზებას აპირებს კომპანია თანამშრომლებისათვის ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე?
  • არის თუ არა აღამსრულებლების, დამფუძნებლებისა და ინვესტორების მამოტივირებელი ფაქტორები გათვალისწინებული?

 

ენერგია და შემართება:

ნებისმიერი საქმის წამოწყებისათვის და განსაკუთრებით ბიზნესს “შტარტუპ”-პისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სტიმული. დამფუძნებლებს უნდა გააჩნდეთ საკმარისი ენერგია და თავდაჯერებულობა, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სტიმული ყველა შემხვედრ წარმატებისა თუ წარუმატებლობის განმავლობაში, რაც აუცილებლად იქნება ბიზნესის განვითარების პროცესში. მათ ასევე უნდა შეეძლოთ საკუთარი სტიმული და ენთუზიაზმი გადასცენ საკუთარ თანამშრომლებს რათა ეს გახდეს კომპანიის კულტურის ნაწილი.

დაკავშირებული კითხვები:

  • რა მნიშვნელოვანი ელემენტები ქმნის კომპანიის კულტურას?
  • რა მიზნების გაზიარება ხდება მთელი გუნდის მიერ?
  • არის თუ არა კომპანიის ხედვა ნათლად გაზიარებული და გაგებული კომპანიის ყველა თანამშრომლის მიერ?