News & Investor Relationsin

Please log in to access Smartex News & Investor Relations reports

If you are not a registered user, please register here

For other inquiries regarding Smartex News & Investor Relations you may also contact our IR team directly at ir@Smartex.ge

შესვლა
  • თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით რეგისტრაცია

    captcha
რეგისტრაცია
  • წავიკითხე და ვეთანხმებიწავიკითხე და ვეთანხმები

საწყისი მიმოხილვა

ჩვენს მიერ ბიზნესის თავდაპირველი მიმოხილვა უმეტესწილად ეფუძნება დიალოგს და გასაუბრებას, ნაკლებად დოკუმენტაციას. ჩვენ არ მოვითხოვთ თქვენგან სრული ბიზნეს გეგმის ქონას იმისათვის, რათა მოხდეს თავდაპირველი მიმოხილვა თქვენი ბიზნესის. ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ გაქვთ კარგი წარმოდგენა და ანალიზი თქვენი ბიზნესის შესაძლებლობის მასშტაბების, ძირითად სირთულეების და რისკების შესახებ.

 

ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს რამდენიმე შეხვედრა და იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის შესაძლებლობები დამაჯერებელია (იმედის მომცემია), ჩვენ შემდეგ უკვე გავესაუბრებით არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს და ძირითად ბიზნეს პარტნიორებს. ჩვენ ასევე დავიწყებთ ფიქრს და მსჯელობას ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგია, ოპერაციების მენეჯმენტი, ბიზნესში თანამშრომლების აყვანის აუცილებლობები და ა.შ.. ბოლოს შემუშავდება საბოლოო და ოფიციალური პრეზენტაცია სამომავლო თანამშორმლობის და პარტნიორობის შესახებ.

 

ეს პროცესი ამავდოულად წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას ორივე მხარისათვის გამოიკვლიონ, თუ რამდენად წარმატებული იქნება მათი პარტნიორობა სამომავლოდ.

 

ბიზნესის დეტალური შესწავლა (Due diligence)

მას შემდეგ რაც მიღებულ იქნება ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება და შეთანხმება მიიღწევა ძირითად საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავატარებთ კომპანიის მდგომარეობის დეტალურ შესწავლას, რასაც შეიძლება დასჭირდეს დამატებითი იურიდიული და ბუღალტრული აუდიტი. ყოველივე ამის შემდეგ მომზადდება საბოლოო იურიდიული დოკუმენტაცია ინვესტიციის განსახორციელებლად.

 

წილის ფლობელობის პოლიტიკა

ჩვენ ძირითადად ვცდილობთ საკონტროლო პაკეტის შეძენას, განსაკუთრებით განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ “შტარტუპ” ბიზნესს პროექტებში, რათა შევძლოთ მათი ეფექტური და პროდუქტიული მართვა. ამავდროულად, ჩვენთვის ასევე მისაღებია კომპეტენტურ ვენჩერულ ინვესტორებთან ერთად განვახორციელოთ საერთო ინვესტიციები პროექტებში.

 

ინვესტიციის განხორციელების შემდეგ

გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ შევდივართ იმ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში, სადაც ვანხორციელებთ ინვესტიციას, ჩვენი ჩართულობა ბიზნესში არის გაცილებით აქტიური და ინტენსიური. ჩვენ ძირითადად ჩართულები ვართ წამყვანი სპეციალისტების აყვანით ბიზნესში, განვითარების სპეციფიურ კომერციულ მიმართულებებში, კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავებაში და დაფინანსების პროცესის განსაზღვრასა და სტრუქტურირებაში. ჩვენ ამავდროულად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ პორტფელში შემავალმა კომპანიებმა მაქსიმალურად ერთად იმუშაონ. .