კრიტერიუმები
როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს
ჩვენი პროცესი ნამდვილად მარტივია. პირველ რიგში, ვეკითხებით საკუთარ თავს: არის, თუ არა ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა და ბიზნეს გეგმა მიმზიდველი და დამაჯერებელი მისი საინვესტიციო ღირებულების გათვალისწინებით, სხვა სიტყვებით - ვეთანხმებით ყველაფერს, რასაც ბიზნეს იდეის მწარმოებელი ამბობს. უამრავი გეგმა ვერ გადის ჩვენ ამ ტესტს, თუმცა შესაბამისობის შემთხვევაში ჩვენ ვკონცენტრირდებით იმ მოთხოვნების, შესაძლებლობებისა და რისკების შეფასებაზე, რომელსაც წარმოადგენს ეს ბიზნესს იდეა. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს გეგმა დამაკმაყოფილებელია და გუნდს შესწევს ძალა მისი განხორციელების, ჩვენ ვიღებთ ინვესტირების გადაწყვეტილებას.
რა ვადებია საჭირო
ჩვეულებრივ, ინვესტიციის განხორციელების საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დაახლოებით ოთხი კვირის მუშაობა.
როგორ დავხვეწოთ ბიზნეს გეგმა
"რას ვეძებთ ჩვენ" გვერდი ჩვენ ვებგვერდზე კარგად აღწერს თუ რას უნდა მოიცავდეს და რა კითხვებზე უნდა პასუხობდეს ბიზნესს გეგმა. ჩვენ არ გვჭირდება 100 ფურცლიანი ბიზნეს გეგმის ნახვა. არამდე, ჩვენთვის გაცილებით საინტერესოა მოკლე და იდეალურად შემცირებული, ოცდაოთხ ფურცლამდე, ან უფრო მცირე ზომის ბიზნეს გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციის სლაიდების სახით და მოიცავს ყველა ძირითად საკითხს, როგორიცაა: პროდუქტი, ბაზარი, ბიზნეს მოდელი, კონკურენცია, პროდუქტთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, ტექნოლოგია, ბიზნესის განვითარება და ფინანსური მდგომარეობა.